"საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი" გთავაზობთ, გაიაროთ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.
ვიწვევთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დაეუფლონ პროთეზირება-ორთეზირების საფუძვლებს.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობასა და სამუშაო პროცესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, ბელიაშვილის 143 ა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 16:00
"საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ცენტრი" მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** ორთოპედიული ტექნიკოსის დამხმარე
** ორთოპედიული მოწყობილობის (კიდურის პროთეზი, ორთეზი, სიარულის დამხმარე საშუალებები..) დამზადების პროცესში მონაწილეობა (თაბაშირის ყალიბის დამზადება, მყარი თაბაშირის დამტვრევა-გატანა, თერმოფორმირებად პლასტიკატებთან, ტყავთან და სხვა მასალებთან მუშაობა, საპროთეზო ორთოპედიული მოწყობილობების აწყობა და რეგულირება და სხვა)
** ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს, როგორც ფიზიკურად - ხელით, ასევე გონებრივად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** კანდიდატის დამატებითი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები გათვალისწინებულ იქნება შერჩევისას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) ელფოსტაზე: mamukatbi@gmail.com. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 9 მაისი.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ განიხილება კანდიდატის ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობა.
"საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი" - სორქ ფონდი/თბილისი, საქართველო, ბელიაშვილის 143ა