jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბლიც დენტალი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

"ბლიც დენტალი" - "კახაბერ ხარებავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (მათ შორის შაბათ -კვირა) არანაკლებ 40 საათისა, ნორმირებული განრიგი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (შედგება ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსისგან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტის რეგისტრაცია და ასახვა შესაბამის პროგრამაში, ინფორმირება მანიპულაციის და ფასის შესახებ, გადახდა. დარეგისტრირებული პაციენტების დოკუმენტაციის სწორი წარმოება. ვიზიტების შეხსენება პაციენტებისთვის. თანამშრომლებთან კომუნიკაცია პაციენტებიდან გამომდინარე საკითხებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო) - გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან
** რუსული (სავალდებულო საშუალო დონეზე) - გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე tgegeshidze@blitsdental.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემიხვევა თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |