თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი ამბულატორიული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა. მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტია.
ჩვენი დაწესებულება გამოირჩევა შემდეგით:
** მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი;
** მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.
** სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;
** მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.
შპს "ქ. თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა.
განაცხადები მიიღება 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე HR.Familycentre@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.