www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარმენი/მიქსოლოგი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

სასტუმრო "Unfound Door" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირზე.

მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია. ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.

სასტუმრო "Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის/მიქსოლოგის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** დაზღვევას
** ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში
** ანაზღაურებას 1000-1500 ლარის ოდენობით

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
** სასტუმრო "Unfound Door"-ის დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
** თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებით დეტალებზე ადგილზე მოხდება გასაუბრება.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Instagram Page: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook Page: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
Web Page: https://www.unfounddoor.ge/

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |