www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგების მენეჯერის თანამდებობაზე ბილინგის განყოფილებაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით) - მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

ძირითადი ფუნქციები:

** სტაციონარული პაციენტების გაწერის მონიტორინგი;
** ჰოსპიტლის ბაზაში რეგისტრირებული სტაციონარული/ამბულატორიული შემთხვევების ფინანსურად დამუშავება;
** საყოველთაო დაზღვევასთან, სადაზღვევო კომპანიებთან, სპონსორებთან, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მეურვესთან და დაფინანსების სხვა წყაროებთან საანგარიშგებო ურთიერთობა;
** ანგარიშების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** გამართული წერით და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებული ანალიტიკური აზროვნება;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 22.06.2023-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |