www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
მომწოდებელი: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 60519_GCSD_tender_transport_services__1877804.zip
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა. GCSD-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.

"GCSD" აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე საქართველოს მასშტაბით გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართ 1 - ში.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** მომსახურების ფასი, დღგ-ის ჩათვლით ;
** კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
** მიმდინარე კორპორაციული კლიენტების ჩამონათვალი;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 5 ივნისის 18:00 საათისა.

ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ "ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე".

სატენდერო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** მომსახურების ღირებულება;
** მომსახურების ხარისხი;

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |