შპს "ბორნ სოფქიმია" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე, ქ. თბილისში, კერძოდ ქვემო ფონიჭალაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** სარეალიზაციო ფასების პროგრამული კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) შექმნა, აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** სალაროების ბრუნვის და ნაშთის კონტროლი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა "1C"-ში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგი ცოდნა).
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00. სამ კვირაში 1 შაბათი 09:00 - 14:00)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა N44.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 30 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: t.safridze@borunagro.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!