www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული კონსულტანტი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ი, სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აქსის თაუერის ფილიალის
განაკვეთი: სრული, ცვლები
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებულ + ბონუსი (საშუალოდ ჯამში 900ლ)

ჩვენ გპირდებით:

** მეგობრულ, ჯანსაღ ურთიერთობებს, განვითარებასა და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომელთა წახალისებისა და მოტივაციისათვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ბენეფიტებს;
** "iTechnics" მუშაობის პერიოდში მუდმივად იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.

ჩვენ შეგასწავლით:

** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
** უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
** Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
** გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |