www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტენდის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

ველით ახალ წევრს "არომაკოს" საცალო გაყიდვების გუნდში გაყიდვების პარტნიორად.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://aromaco.ge/en?

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ:

** ყოველთვიურად გაზარდოთ საკუთარი ბონუსი;
** გახდეთ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრი;

ჩვენ დაგახვედრებთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;

რა იქნება თქვენი მოვალეობები:

** არომაკოს საცალო გაყიდვების გუნდთან ერთად ბიზნესის განვითარება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირება;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ორი ცვლა: 8 საათიანი ან 12 საათიანი
** ანაზღაურება ფიქსირებული 700-800 ლარი + ბონუსი;
** მისამართი: თბილის მოლი, სითი მოლი საბურთალო, ისთ ფოინთი და აქსის თაუერსი (ჭავჭავაძის გამზ. 37).

თუ გაქვს შენი თავის იმედი გელით ჩვენთან, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aromaco.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |