შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან რეგულარული შეხვედრები და სიახლეების გაცნობა;
** ახალი კლიენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება;
** კორპორატიული შეთავაზებების მუდმივი დახვეწა, განახლება და ინიცირება;
** კომპანიის სერვისებსა და პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოსა და შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.