www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინდივიდუალური დაზღვევის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge/ka) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ინდივიდუალური დაზღვევის მენეჯერის სამუშაო მუდმივად მოიცავს დინამიკურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს, ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას და სწრაფ პროფესიულ ზრდას. კომპანიაში დანერგილი მხარდაჭერისა და განვითარების რგოლები და სისტემები კი მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების კარიერული ზრდისთვის.

გაყიდვების თანამშრომლების კარიერული განვითარების სისტემა შესაძლებლობას აძლევს დასაქმებულებს, რომ ყოველწლიურად გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები, მიიღონ საინტერესო ბენეფიტები და დაწინაურდნენ კარიერულ კიბეზე.

ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:

** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
** კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
** სრული უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული)
** Microsoft Office-ის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინდივიდუალური დაზღვევის მენეჯერი - თბილისი).

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |