ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს. საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან. "არტფარმას" მიზანი წარმოადგენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნას; დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანიისა და პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით:
** ექიმებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან სავიზიტო აქტივობის დაგეგმარება და განხორციელება;
** პრეზენტაციების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სემინარების, ფარმწრეების ორგანიზება და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
** პრეზენტაციის კარგი უნარი
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** მიზანდასახულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** განვითარების ადაპტირების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას
** ბონუსურ სისტემას
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯი და სხვა
** სტაბილურ და მუშა გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტო-სურათით მისამართზე: vacancy@artpharma.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი".
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!