რესტორანი "Honore" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის - სუ შეფის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აქტიურად მონაწილეობას ახალი რეცეპტების შექმნაში;
** ამზადებს ყველა შეკვეთას ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების დახარისხებასა და შენახვას
** ამოწმებს თითოეული კერძის ხარისხს, პორციას, პრეზენტაბელურობას და ტემპერატურას სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ იმარაგებს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტს;
** იცავს სამზარეულოს ინვენტარის მოხმარების ინსტრუქციებს;
** ამოწმებს სამზარეულოს ინვენტარს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აწოდებს ინფორმაციას ტექნიკურ დეპარტამენტს;
** ზედმიწევნით იცავს კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტებს.
საჭირო უნარები:
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.oldboys@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.