www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "თბილისი მედიკ"  აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მასალების კატეგორიის შესყიდვებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.  

"თბილისი მედიკი" მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.   კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში". 

ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, "თბილისი მედიკი" ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). 

ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს. 

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიის დეპარტამენტის ჭრილში არსებული "ლაბორატორიული დამხმარე ხელსაწყოებისა და აპარატურის" სტოკის გაფართოება;
** კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული გაყიდვების პროექტების ინიცირება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
** შესყიდვებში მონაწილეობის მიღება;
** კონკრეტული მიმართულების (კატეგორიის) ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.
** კატეგორიის მარაგების მართვა, ოპტიმალური მარაგების უზრუნველყოფა.
** მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება, პროდუქციის ანალიზი, სრულფასოვანი შესწავლა და შემდგომ საქართველოს ბაზარზე დანერგვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივ პარტნიორებთან გაყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა პროექტისა და პროდუქციის დანერგვის ჭრილში;
** პროექტებისა და ტენდერების დამუშავება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** ჩართულობა კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვაში;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** შესყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მომწოდებლებთან;
** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: შესყიდვებისა და პროექტების მენეჯერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე. 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |