www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** დეპარტამენტში დაფიქსირებული საკითხების და პრობლემების ყოველკვირეული ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
** სამომხმარებლო ბარათების დამზადება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** მომხმარებელთა პროგრამული უფლებების გაწერა შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
** პროვაიდერ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
** პროვაიდერი კომპანიების მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
** შესყიდვების ორგანიზება და კოორდინაცია (საჭიროების შემთხვევაში);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა;
** თანამშრომელთა ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** შიდა ქსელის პირველადი მოწყობა, პრობლემის დიაგნოსტიკა და დახმარება;
** დაზიანებული ტექნიკის შეკეთების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის მხრიდან ინიცირებულ პროექტებში ჩართულობა.

საჭირო უნარები:

** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |