სააფთიაქო ქსელი "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
გვესაჭიროება მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტები. მიზანდასახული და მოტივირებული ფარმაცევტებისათვის შესაძლებელია კარიერული წინსვლა და განვითარება.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (საბურთალო და გლდანის რაიონები).
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
** საწყისი ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე 800), რომელსაც ემატება 2 ტიპის ბონუსი. დანამატის რაოდენობა დამოკიდებულია ფარმაცევტის კვალიფიკაციასა და გაყიდვების მოცულობაზე.
** წარმატებულ და დამსახურებულ ფარმაცევტებისათვის კომპანია სრულად აფინანსებს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.
არასაკმარისი გამოცდილების და ცოდნის მქონე ფარმაცევტებისთვის შეუძლიათ ჩვენს ბაზაზე სტაჟირების გავლა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სურვილის შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე: hr@pharmanet.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 592 006 579.