სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე და მონაწილეობისათვის იწვევს სამშენებლო ობიექტის საქმისმწარმოებლებს და პროექტის მენეჯერებს.
ფუნქცია/მოვალეობები:
** პროექტის ზედამხედველობა;
** პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საწყობის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** მშენებლობის შესაბამისობის კონტროლი არსებულ ნახაზებთან.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** სტრესულ გარემოში პროდუქტიულობის შენარჩუნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
გამოცდილება:
** გამოცდილებად განიხილება სამშენებლო ობიექტის საქმისმწარმოებლის და პროექტის მენეჯერის კვალიფიკაცია
** სამუშაო კვირა: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 (9) საათი.
** შრომის ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი განაცხადი (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ობიექტის მენეჯერი".