jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ინჟინერი
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 21 მარტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე.

ქუთაისი - 1 ვაკანსია
ბათუმი - 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენა - გამართულად;
** ინგლისური ენა - B1 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ოპერატიულ ცვლაში მუშაობა;
** რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;
** საჭირო ქმედებების განხორციელება რადიონავიგაციის სამსახურის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;
** არსებული ინსტრუქციების და პროცედურების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანებების შესახებ;
** შეასრულოს რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (ტმ-5 ფორმის ჩათვლით) გეგმის შესაბამისად;
** გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
** მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური და სხვა დამხმარე საშუალებების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობით სამუშაოებში;
** დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 21 მარტის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " რადიონავიგაციის სამსახური - I კატეგორიის ინჟინერი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |