jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სამშენებლო მაგისტრის დიპლომი ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაციით;
** სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: Microsoft office (Word, excel) AvtoCad, (სასურველია Revit).
** პროგრამა LYRA-SAPR პროგრამაში შემუშავებული შენობა-ნაგებობების სივრცითი გამოთვლების ანგარიშის მომზადება.
** მშენებარე ან სადემონტაჟო ნაგებობების მომიჯნავე ნაგებობებზე ზემოქმედების დასკვნების მომზადება.
** საქართველოს მთავრობის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობის დარგის მარეგულირებელი დადგენილებების ცოდნა და მათი მოთხოვნების დაცვით კონსტრუქციული პროექტების დამუშავება.
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაგეგმვა, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
** კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს უშუალოდ მის მიერ შესრულებული (კონსტრუქციული ნაწილი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული მინიმუმ 3 პროექტის AR ნომერი.
** ფიზიკური შესაძლებლობები - 20 მ. სიმაღლეზე მდებარე ობიექტების დათვალიერება აზომვა.

თანამდებობრივი მოვალეობები:

მიმართულების ფუნქციებში შემავალ საკითხებზე სამსახურებრივ წერილებზე რეაგირება. მოთხოვნებში არსებული ჩამონათვალის შესაბამისი კონსტრუქციული პროექტების და ანგარიშების დამუშავება. მიმართულების ფუნქციების შესაბამისად ზემდგომი ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 06 მარტის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |