jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars", რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერაციების სპეციალისტის

პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: 17:00-02:00 საათამდე (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქციები:

** არსებული ტვირთების სპეციალურ Load board-ზე განთავსება;
** ტვირთთან დაკავშირებით, გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის დროული და უსაფრთხო ორგანიზება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (B2-C2);
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |