www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ისტორიის მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 4 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ისტორიის მასწავლებელი

მოვალეობები:

** საგნის სწავლება და მკაფიო შეფასების სისტემის მიხედვით მუშაობა;
** მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მონიტორინგი;
** ახლო კომუნიკაცია მშობელთან და დამრიგებელთან მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
** კათედრის შეხვედრებზე სრული დასწრება და აქტიური ჩართულობა;
** პროფესიულ განვითარებაზე აქტიური ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ისტორიის მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@millennium-school.org 25 სექტემბრის ჩათვლით.

2. კლასის დამრიგებელი

მოვალეობები:

** იზრუნებს თითოეული მოსწავლის, როგორც აკადემიური ისე სოციალური უნარების განვითარებაზე სკოლის მასწავლებლებთან თანამშრომლობით;
** თვალყურს ადევნებს მოსწავლეების პროგრესს, საჭიროებებს და შესაბამისად ითანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციასთან ან/და მოსწავლეების მშობლებთან;
** იმუშავებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების როგორც დაგეგმვაზე, ისე განხორციელებაზე;
** სადამრიგებლო საათების დროს იმუშავებს მოსწავლეებთან თვით-რეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას გაუწევს საშინაო დავალებების შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის ძირითადი პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@millennium-school.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |