www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი: დიღმის ტრასა/მთაწმინდა/ნაძალადევი/საბურთალო.
სამუშაო საათები: 09:00-17:30
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰამბურგერების აწყობა;
** ნახევარფაბრიკანტების გამოცხობა (გალღობა);
** შუს და ეკლერის ჩაკრემვა;
** კვების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** ტექნიკის მოვლა და მათი გაუმართაობის შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ცხობის მიმართულებით გამოცდილება (სასურველი).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივლისამდე შემდეგ მისამართზე anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |