www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** წლის დასაწყისში კომპანიის ერთიანი წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება - წინა წლის ბიუჯეტი, შემოსავლები, ბაზრის კვლევა და ა.შ.
** თბილისი მედიკის წლიური მიზნობრივი შემოსავლების განსაზღვრის პროცესში ჩართულობა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება
** კომპანიის ერთეულების მხრიდან საკუთარი მიმართულებებით დაგეგმილი შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზების გამოთხოვა
** კომპანიის განვითარების პროექტების საინვესტიციო ანალიზის მომზადება, შესაბამის ფორმატში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
** კომპანიის ბიუჯეტის კონსოლიდაცია, მმართველ საბჭოზე განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დამტკიცების უზრუნველყოფა
** ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მონიტორინგი, გეგმებთან შედარებით გადახრებისა და მისი მიზეზების გამოვლენა
** ბიუჯეტში გამოვლენილი გადახრებისა და მისი მიზეზების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
** კომპანიის ხარჯებში რეზერვების მუდმივი ძიება, გამოვლენა და შესაბამის ფორმატში განხილვა/ ცვლილების დამტკიცება
** საჭიროების შემთხვევაში თბილისი მედიკის პროდუქციის ფასწარმოქმნაში შესაბამისი ერთეულების მხარდაჭერა
** კომპანიის ჯამური ფინანსური უწყისების დროულად წარმოებისა და წარდგენის უზრუნველყოფა
** კომპანიის კატეგორიების მიმართულებით შესაბამისი ფინანსური ინფორმაციისა და ანალიზის წარმოება, წარდგენა და განხილვის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა.
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების 1C ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მიზანმიმართული და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვისა და მოტივირების უნარი.
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლიუბლიანას 28ა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@tbilisimedic.ge 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |