www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"Hotel Hub Group" (https://hotelhub.group/) გახლავთ სასტუმროების ონლაინ ჯავშნების ტექნოლოგიური პლატფორმა. ინოვაციური სისტემა ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ კომპანიებს საერთაშორისო მასშტაბით, დაჯავშნონ კავკასიის რეგიონის სასტუმროები.

"Hotel Hub Group " მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 250+ სასტუმროს რეგიონის მასშტაბით ჯავშნების სისტემაში;

ღია პოზიცია: კომუნიკაციის მენეჯერი (GCC, CIS)

სამუშაოს აღწერილობა:

** საზღვარგარეთ კომპანიის მიმდინარე და პოტენციურ პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია ციფრული და სატელეკომუნიკაციო არხების საშუალებით;
** პარტნიორებისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კომპანიის შეთავაზების შესახებ;
** პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება სატელეფონო, ან ციფრული საშუალებებით განხორციელებული დისტანციური გაყიდვების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული;
** აქტიური და ენერგიული;
** სხარტი და მოტივირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მოთამაშე;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
** ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი: 1000 ლარი;
** ყოველთვიური ბონუსები პერფორმანსიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |