www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემფასებელი
მომწოდებელი: ავტო დეტალ სერვისი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" დაარსდა 2013 წელს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს - სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულების, სალიკვიდაციო ღირებულების და დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენის ღირებულების განსაზღვრას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის თანამდებობაზე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება, (განიხილება სტუდენტიც);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მართვის მოწმობა, B კატეგორია;
** სქესი: მამრობითი
** ენები: ქართული/ინგლისური კარგად, რუსული - კარგად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის დასურათება/დათვალიერება;
** ზარალის დადგენა;
** დეტალების ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე მოძიება;
** მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** დეფექტური აქტის მომზადება
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარიდან + კარგი საბონუსე სისტემა.(ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია, კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@adservice.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შემფასებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |