www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-შაბათი, კვირა - დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სველი წერტილების მოწესრიგება;
** მენეჯერის ოთახის მოწესრიგება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** ენერგიული.

თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

1. მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, "ნიკორა ტრეიდის" სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00-ზე ან 15:00-ზე (მისამართი: ც. დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
2. გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტის მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".
3. დაგვირეკე ნომერზე 591 04 08 40 / 0322 500 406 და გაიარე სატელეფონო კონსულტანცია.
4. შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

"ნიკორას" HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |