www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ზე მეტს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.

გრაფიკები და ანაზღაურება:

** 24 საათიანი (10:00 - 10:00) 3 დღეში ერთხელ - ანაზღაურება 550-600 ლარი;
** 17 საათიანი (17:00 - 10:00) 3 დღეში ერთხელ - ანაზღაურება 500 ლარი;
** 7 საათიანი (09:00 - 16:00 ან 16:00 - 23:00) - ანაზღაურება 500 ლარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი პროდუქციის სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით
** სალარო ოპერაციების წარმოება, პროცედურების სრული დაცვით
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცვლის გადაბარება
** ფილიალში არსებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების შესაძლებლობას სახლთან ახლოს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

** მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, ნიკორა ტრეიდის სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-ზე ან 15:00 საათზე (მისამართი: ც.დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
** გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტით, მისამართზე anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " მოლარე-კონსულტანტი". ან დაგვირეკე ნომერზე 591 04 08 40 / 0322 500 406
** შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |