www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: პროაგრო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

შპს "პროაგრო" რომელიც ახორციელებს ყველა ტიპის პროფესიონალური სარწყავი სისტემების მიწოდებასა და მონტაჟს, აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: http://www.irrigation.ge | http://www.facebook.com/irrigation.ge

ძირითადი მოვალეობები:

** სარწყავი სისტემების მონტაჟის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
** სამონტაჟო პროცესის ზედამხედველობა,
** სამონტაჟო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

პირობები:

** ხელფასის გარდა გათვალისწინებულია პრემიები, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.
** თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია სამუშაო ადგილზე. კვალიფიკაციის გაზრდასთან ერთად იზრდება ხელფასიც.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება.
** სასურველია სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების წარმოების გამოცდილების ქონა.
** მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა, სატრანსპორტო საშუალების ტარების გამოცდილებით.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** შემსრულებელთა ბრიგადის ხელმძღვანელობის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ახლის ათვისების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: postaproagro@gmail.com და წერილის სათაურში უნდა იყოს მითითებული რომელ პოზიციაზე შემოაქვს აპლიკანტს განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |