www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუქმეიქერი
მომწოდებელი: Europebet
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეთსონ ჯგუფს" (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). "ბეთსონ ჯგუფი" 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

მეტი "ევროპაბეთის" დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე

გეძებთ შენ, რომელსაც გიყვარს სპორტი, ყოველთვის იცი მიმდინარე ტურნირების შესახებ, იცი ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე და ენტონი დევისის შესახებაც გსმენია, და გსურს შეიძინო ახალი პროფესია - ბუქმეიქერი. საჭიროა მხოლოდ მონდომება და საქმისადმი სიყვარული, ხოლო ცოდნას 1 თვიან ტრეინინგზე მიიღებ.

გააკეთე ქვიზი და დარწმუნდი, რომ ნამდვილად შენია ეს პროფესია!

მოთხოვნები:

** სპორტის სიყვარული;
** სრული უმაღლესი განათლება;
** მათემატიკის კარგად ცოდნა;
** ლოგიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** სპორტის სხვადასხვა სახეობების (თამაშის წესები) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ ინტერესი და სიყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** კომპანიის მიმართ ლოიალურობა და ერთგულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, 26 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნო შენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითო ვაკანსიის დასახელება: "Bookmaker", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |