www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის გადამღები/მემონტაჟე
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

ავეჯის საწარმო "ბ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის გადამღებ/მემონტაჟეს პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ გვერდზე http://www.bdesigne.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფარსადანის ქ. 10
(აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.)
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ხელფასი: ფიქსირებული

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** კვირაში 2 ვიდეოს დამზადება: 30 წამიდან - 1 წუთამდე, ინტერიერის ვიდეოს გადაღება სხვადასხვა ლოკაციებზე;
** მარკეტინგული დავალებების დამოუკიდებლად მართვა;
** სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კრეატიული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სახის ინტერიერის ვიდეო გადაღება და მონტაჟი;
** კომპანიის პრომო ვიდეოს გადაღება და მონტაჟი (დასაწყისისთვის 5 ვიდეო რგოლი, შემდეგ კვირაში ერთხელ 1 ვიდეო რგოლი.);
** კომპანიის მომხმარებლებთან დაკავშირება და გადაღების დროის შეთანხმება;
** YouTube-ის არხისთვის ვიდეო რგოლების, რეპორტაჟების, სარეკლამო და პრომო რგოლების დამზადება;
** ფერის კორექცია;
** ხმასთან მუშაობა;
** 2D-გრაფიკა (ანიმაციები, ფრეიმები, ტიტრები, ინფოგრაფიკა);
** გადაღების რეჟისურა როგორც ოფისში, ასევე გარეთ.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ნამუშევრების პორტფოლიო;
** საკუთარი აპარატურა (ჩაითვლება უპირატესობად);
** გრაფიკული პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა: Photoshop, Premiere Pro, After Effects;
** ვიდეო რგოლების გადაღების და მონტაჟის უნარი;
** ​დედლაინების მკაცრად დაცვის უნარი;
** მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV და პორტფოლიო, cvbdesigne@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 707 200 ან 595 212 161



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |