www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგანმანათლებლო ვიზიტი სამხრეთ კორეაში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

2020 წლის გრანდიოზული სიახლე.

"ევროპის აკადემიური ცენტრი", Seoul National University-ისა და Hanyang University-ის თანამშრომლობის ფარგლებში 20-30 აპრილის ვადებში განახორციელებს საგანმანათლებლო ვიზიტს სამხრეთ კორეაში.

მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ: სამხრეთ კორეაში ვიზიტით დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებს და დამამთავრებელი კლასების სკოლის მოსწავლეებს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ეწვევა სამხრეთ კორეის ბიზნეს, საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობის რამდენიმე ქალაქებს:

Seoul - სეული- სამხრეთ კორეის უდიდესი მეტროპოლისი და დედაქალაქი, მიჩნეული, როგორც აზიის ყველაზე აქტიური ქალაქი, რიგით მეორე ცხოვრების დონითა და განვითარების თვალსაზრისით. ცნობილი ულტრათანამედროვე და უძველესი არქიტექტურული ნიმუშებით.

Suwon -საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს 11 უნივერსიტეტს. იგი ერთადერთი ქალაქია, რომლის ისტორიული გალავანი სრულად არის შენარჩუნებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა.

Jeonju - წოდებულია სულიერების დედაქალაქად. ტაძრებით, მუზეუმებითა და ტრადიციული სახლებით არის გამორჩეული. Jeonju-ს მუზეუმი არის გამორჩენილი არტეფატქების კოლექციით.

Chuncheon - მიჩნეულია კერძების სამოთხედ, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული კორეული კერძები. სწორედ Chuncheon-შია განლაგებული პოპულარული კორეული სერიალების გადასაღები მოედნები.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დელეგატებს შეეძლებათ მოისმინონ ლექციები წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი დელეგაციისთვის წინასწარ განსაზღვრულ თემებზე. ასევე, გაიმართება შეხვედრა კორეის სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ პირებთან.

დელეგატები შესაბამისი უწყებებისაგან მიიღებენ ინფორმაციას კორეაში
ცხოვრების, სწავლის, იმიგრაციის, სამედიცინო სერვისების, საფინანსო და ბიზნეს სისტემების შესახებ.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დელეგატები კორეაში ცხოვრების 10 დღის მანძილზე მოინახულებენ მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ ადგილებს და მიიღებენ სიღრმისეულ ინფორმაციას ქვეყნის რელიგიურ-კულტურული ასპექტების შესახებ:

** Bukchon Hanok Village; (ტრადიციული კორეული სოფელი სეულში);
** Gyeongbokgung Palace; (მთავარი სამეფო სასახლე ჩოსონის დინასტიის
** პერიოდში);
** Blue House (თეთრი სახლის კორეული ანალოგი);
** Seoul Tower; (მეორე ყველაზე მაღალი შენობა სეულში);
** Bongeunsa (უძველესი ბუდისტური ტაძარი);
** Dongdaemun Design Plaza (ულტრა თანამედროვე
** დიზაინის სავაჭრო ცენტრი);
** Cwanghwamun Gate (Gyeongbokgun-ის მთავარი
** კარიბჭე);
** Olympic Park (Seoul) - რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს
** ხუთეულშია შესული.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელსაც დიდ ხანს ელოდით!

ეწვიეთ სამხრეთ კორეას - ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით
აღმოსავლეთ აზიის ყველაზე განვითარებულ ქვეყანას, მსოფლიოს წამყვან
ქვეყანას, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, სადაც მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი.

ვიზიტის განხორციელების პერიოდია, 2020 წლის 20-30 აპრილი.

მონაწილეობის სრული ღირებულება შეადგენს: 1300 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

ღირებულებაში შედის:

** პროგრამით გათვალისწინებული ვიზიტებში მონაწილეობის საფასური
** გამგზავრების წინამოსამზადებელი კონსულტაციები
** სავიზო პროცედურებში კონსულტირება
** სავიზო მოსაკრებელი
** მგზავრობა (ფრენა ორივე გზა)
** საცხოვრებელში განთავსება
** კომპანიის წარმომადგენლების თანხლება მთლიანი
** პროგრამის მანძილზე
** სამოგზაურო დაზღვევა
** სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო პროექტში
** მონაწილეობის დამადასტურებელი საერთაშორისო
** სერთიფიკატი;

ღირებულებაში არ შედის:

** კვება
** შიდა გადაადგილება

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://bit.ly/2K0xEWF ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 577 99 85 81 / 574 33 47 77

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |