www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჩემი წიგნი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "ჩემი წიგნი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"ჩემი წიგნი" სატელეფონო გაყიდვების კომპანიაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართვლოში ყველა წამყვან გამომცემლობასთან." ჩემი წიგნის" ოპერატორები ნებისმიერი ჟანრით დაინტერესებულ მკითხველს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურის შესახებ, ხოლო ჩვენი კურიერები ზრუნავენ მომხმარებლებისათვის წიგნების სრულიად უფასო მიწოდებაზე მთელი საქართვლოს მასშტაბით. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: პირველი თვე 400 ლარი, მზარდი ხელფასი + ბონუსი
** სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი, ორცვლიანი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 და 16:00-22:00.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება.
** ემოციური მდგრადობა
** დროის მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ორიენტირების უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** კლიენტების დარწმუნებისა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მოტივაცია და მონდომება
** უმაღლესი განათლება (სასურველია).

ოპერატორის მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა
** მენეჯერის მითითებების შესრულება
** კლიენტთა მომსახურება: კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაცნობა
** გაყიდული პროდუქციის აღნუსხვა.

შერჩეული კანდიდატები, პირველ ეტაპზე, გაივლიან ტრენინგს "კომუნიკაციის მეთოდები" და აქტიურად გაეცნობიან უახლესი წიგნის გამოცემებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@chemitsigni.ge

საკონტაქტო ნომერი: +995 551 595857
საკონტაქტო პირი: ანი სუხიაშვილი
მისამართი: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის 27 ​

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |