www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰელბა გეო
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

ფარმაცევტული კომპანია "ჰელბა გეო" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო);
** აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint Presentation) სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ​ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;

** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** ვიზიტები შესაბამისი პროფილის ექიმებთან;
** პროდუქციის გაცნობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება; ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ​ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი .

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება!) შემდეგ ელ. მისამართზე: Helba.geo@gmail.com შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |