www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: დუქს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"დუქს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"დუქს დეველოპმენტს" მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნეს-მიმართულებებია:

** უძრავი ქონების განვითარება;
** ქონების (საკუთრების) მართვა.
** სასტუმროების ქსელის განვითარება და მართვა;
** მშენებლობის მენეჯმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა - როგორც ვერბალური, ასევე წერითი კომუნიკაციის უნარი,
** სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა.

მოვალეობები:

** მარკეტინგული საქმიანობების სრული სპექტრის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
** ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
** კომპანიისა და ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით იდეების შემუშავება და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით შესაბამისი ანგარიშგების წარმოება, აქციების დაგეგმვა;
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** სოციალური მედიის და ვებ-გვერდის მენეჯმენტი და განვითარებაზე ზრუნვა;
** მედია საშუალებებთან კომუნიკაცია, რეკლამის განთავსება და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო ვიზუალის და ტექსტის შერჩევა და კონტენტის შექმნა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობის ცნობადობის ამაღლებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას და გაყიდვების გაზრდას;
** პრეზენტაციების მომზადება და ეფექტურად წარდგენა სხვადასხვა დონეზე;
** ანგარიშების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის;

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

სახელფასო დიაპაზონი: 1200-1500 ₾ (კომპეტენციის მიხედვით).

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ან CV ელფოსტაზე: samkharadze@dux.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |