www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისადა პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo/Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისდა ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკურ პროგრამაში მუშაობა;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიტიკა/რეპორტინგი.

ძირითადი უნარები:

** ​ანალიტიკური აზროვნება;
** ​დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა
** ​სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 13 თებერვლის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |