www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 14 თებერვალი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
** აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:

** ორგანული ქიმია (1 ვაკანსია-პროფესორი);
** ქიმია (1 ვაკანსია- პროფესორი);
** ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების ტექნოლოგია (1 ვაკანსია- პროფესორი);
** სატყეო საქმე (2 ვაკანსია-პროფესორი);
** მაღალმოლეკური ნაერთების ქიმია (1 ვაკანსია- პროფესორი; 1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი);
** კვების ტექნოლოგია (1 ვაკანსია-პროფესორი; 1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** სატყეო საქმე; ტყის რესურსები; აგრო მეტყევეობა (1 ვაკანსია- ასოცირებული პროფესორი);
** მიკრობიოლოგია (1 ვაკანსია-პროფესორი; 1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** არაორგანული ქიმია (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი);
** მოლეკულური გენეტიკა (1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** ბიოქიმია (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი; 2 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** მოლეკულური ბიოლოგია (1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი);
** ბიოლოგია (1 ვაკანსია - ასისტენტ პროფესორი).

განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 14 -18 თებერვლის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

** ბიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
** ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** პუბლიკაციების ჩამონათვალი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/200094149924455

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2020 წლის 19 თებერვლიდან - 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2020 წლის 24 თებერვლიდან - 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.agruni.edu.ge
ელ-მისამართი: Vacancy@agruni.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |