www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"ყავის ლაბორატორია" 3 წლის წინ დაარსდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოში Specialty ყავის ინდუსტრიის განვითარებაა. სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ სრულიად ახალი და ინოვაციური - Specialty ყავა და დავიწყეთ მისი ადგილზე მოხალვა. გავიზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება და დავიწყეთ კომერციული ყავის უკვე მოძველებული გემოს ჩანაცვლების რთული პროცესი. გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საქართველოში, ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ მსოფლიოში წამყვან ბრენდს და წარმატებულად ვადგავართ გზას, ვიყოთ ყავის ყველაზე კომპეტენტური, ინოვაციური, პროგრესული და დინამიური კომპანია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს https://www.coffeelab.ge

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საცალო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც ჩვენთან ერთად ჩაერთვება ყავის ინდუსტრიის განვითარების საინტერესო პროცესში.

ვის ვეძებთ:

** პოზიტიურ ადამიანს, რომელიც შექმნის განსაკუთრებულ გარემოს გუნდის წევრებისთვის
** იზრუნოს გუნდის წევრების განვითარებაზე და ბედნიერებაზე
** ადამიანს, რომელიც შეიმუშავებს და დანერგავს ჩვენზე მორგებულ მომსახურების სტანდარტებს
** შექმნის და დანერგავს ახალი გუნდის წევრების ადაპტირების პროგრამას
** იზრუნებს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გვქონდეს დასამახსოვრებელი ყავა, საჭმელი, სერვისი და გარემო
** შექმნის გუნდის წევრების შიდა განვითარების სისტემას
** შეძლებს შეიმუშავოს ფინანსური გეგმები და შესრულების გზები

რატომ ჩვენთან:

** მოხვდებით განსაკუთრებულად პოზიტიურ და საინტერესო გუნდში
** გახდებით კომპანიის ნაწილი, სადაც თითოეული წევრი ორიენტირებულია განვითარებაზე და სიახლეების დანერგვაზე, შესაბამისად მუდმივად იქნებით განვითარების პროცესში
** აღმოჩნდებით ისეთ გარემოში სადაც სამსახური გახდება ჰობი და თქვენთვის დრო გავა ძალიან საინტერესოდ
** გექნებათ შესაძლებლობა ყავის ინდუსტრიის განვითარებაში და გათანამედროვებაში მიიღოთ მონაწილეობა

და ბოლოს: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან ძალიან მოგეწონებათ და ასევე ჩვენ მოლოდინებს სრულად გაამართლებთ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ვაკანსიის დასახელებას მიუთითეთ სათაურის ველში) შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@coffeelab.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |