www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე, გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ. 6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრში შემოსული სერვისის მომხმარებლების მიღება "ტოიოტას" სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (SAP);
** მონაცემთა ბაზების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
** ახალი ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და/ან ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** საავტომობილო სფეროს სრულყოფილად შესწავლის სურვილი;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/544 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |