www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ბარამბო XXI
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

შპს "ბარამბო XXI" სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოადგენს კომპანია "ბარამბოს" ექსკლუზიურ წარმომადგენლობას აჭარის რეგიონში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე (აჭარის რეგიონში).

ძირითადი მოვალეობები:

1. ობიექტებთან ვიზიტის განსაზღვრა მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება
2. არსებულ და პოტენციურ ობიექტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება
3. ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა, სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივად მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

1. სასურველია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
2. მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

1. კომუნიკაბელური
2. შედეგზე ორიენტირებული
3. დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში შრომის უნარი
4. გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
5. დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი
6. პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი
7. სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა
8. სხარტი აზროვნება
9. გაწონასწორებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zedazeniajara@mail.ru და ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლი დისტრიბუტორი), სხვა შემთხვევაში CV არ განიხილება.

CV-ის მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2020 წ.

საკონტაქტო მობილურის ნომერი: 599 910 348.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |