www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

შპს "დიო" წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 24-ე წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: ტექნიკური სამსახურის უფროსთან

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ.აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;
** 5 დღიანი სამუშაო კვირა,
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კვებით უზრუნველყოფა;
** ნაწილობრივ ტრანსპორტირება;

ჩვენი მოთხოვნებია:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის /სტაჟირების გამოცდილება
** უმაღლესი, ან პროფესიული განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. რუსული (სასურველი);
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** სასაწყობო პროგრამების ცოდნა (1C სასურველია);
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის კოორდინაციის უნარი

თქვენი მოვალეობებია:

** დღის სამონტაჟო გეგმის შემუშავება, განხორციელებულის მონიტორინგი;
** მონტაჟის და აზომვების სრული პროცესის დაგეგმვა და უკუკავშირი;
** სამონტაჟო და აზომვების ჯგუფების კოორდინაცია, მათთვის გეგმის შეთანხმება.
** პროდუქციის მონტაჟის და აზომვების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; მათ შორის სასაქონლო ზედნადების გამოწერა;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 28 თებერვალი.

შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე. რის შემდეგაც მოუწევთ.

2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება.

აქვე გაცნობებთ, რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |