www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის/სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას
ქოლ-ცენტრის/სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისათვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტელეფონის საშუალებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება პროდუქტების შეთავაზებისა და გაყიდვების მიზნით;
** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა/მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გაყიდვების მიმართულებით;
** რუსული ენის ცოდნა; (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** ინფორმაციის წერილობით გადმოცემის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** საკითხის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან).

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |