www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური და საგადასახადო მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით. კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და საგადასახადო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.
** ფასდადგენისთვის საჭირო გაანგარიშებების ყოველთვიური მომზადება და კომიტეტის ორგანიზება.
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება და რისკების კონტროლი.
** საკრედიტო რისკების აღმოჩენა და კონტროლი.
** ERP სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
** სხვადასხვა რისკების შემცირება/აღმოფხვრასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით.
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ფლობა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისურისა და რუსულის ფლობა ( მინ: B2 დონე);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი და მოქნილი აზროვება
** მიზანდასახულობა
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დროის სწორად მართვის უნარი;

რას გთავაზობთ?

** ტრანსპორტირებას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

ხელფასი: 1200 - 1500 ლარის ფარგლებში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 05 მარტის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ფინანსური და საგადასახადო მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |