www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კრედიტორი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

შპს მსო "კრედიტორი" 2011 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე.

კომპანია "კრედიტორი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

პოზიცია: ტრეიდერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში სავალუტო ოპერაციების წარმოება;
** სავალუტო ბაზრის მონიტორინგის ანალიზი;
** სავალუტო აუქციონებზე ელექტრონული ვაჭრობა;
** კოორდინირებული მუშაობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
** ანგარიშგებების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** ვალუტით ვაჭრობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ძირითადი საბაზრო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე - info@creditor.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი, 2020.

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |