www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს პროექტის იურისტის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - "ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში."

სამუშაოს დაწყების დრო: 2 მარტი, 2020 წ.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2325 ლარი (დარიცხული)

მოვალეობები:

** პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევა;
** საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
** ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და ანალიზი;
** შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე
** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა პროფესიული აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ან საჯარო სამართალში).
** ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და/ან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. პრიორიტეტი მიენიჭება, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებას;
** სამართალწარმოების გამოცდილება საერთო სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე;
** სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სავალდებულოა;
** ენების ცოდნა: ინგლისური (C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

​უნარ-ჩვევები:

** სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის კვლევის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები.
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა.
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა.
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება;
** ენთუზიაზმი, ორგანიზაციის და პროექტის განვითარებაზე ზრუნვა.

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@article42.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე);
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
** არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
** ორი რეკომენდატორის მონაცემები.

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. წერილობითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე. 3. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად).

კანდიდატი შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით 2020 წლის 01 მაისამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |