www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი/ბროკერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

სს "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "Digital Area", პროექტისთვის Area.ge აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის/ბროკერის პოზიციაზე.

Area.ge უძრავი ქონების პირველი თანამედროვე პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სანდო განცხადებებს, ძებნის დახვეწილ ფუნქციონალსა და მომხმარებლებზე ორიენტირებულ სერვისებს.

ძირითადი ფუნქციები:

** უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და შუამდგომლობა;
** გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბაზის მუდმივი განახლება;
** პოტენციურ კლიენტებისთვის სასურველი უძრავი ქონების მოძიება და შეთავაზება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** მსურველთათვის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება;
** პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, ინგლისური და რუსული კარგად (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
** გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: HR@area.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ ის პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა არის 24 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |