www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 9 მარტი

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, ალბანეთში, უკრაინაში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსსა და საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** მონაცემების დამუშავება MY SQL ის ბაზიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** EXCEL -ის კარგად ცოდნა;
** SQL- ის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

დამატებითი მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2020 წლის 09 მარტამდე მისამართზე: Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |