www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

კომპანია "კლინტექ" - ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: http://www.zoma.ge

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება და დასაწყობება;
** მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის გაცემა და გაცემული ინვენტარის აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა და ზრუნვა მისი სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებაზე;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** პროგრამა 1C - ში მუშაობა;
** სავალდებულო მოთხოვნა - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2- 3 წელი.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი - Word, Excel;
** შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური, გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08:30 სთ-დან - 17:30 სთ-მდე, შაბათს - 09:00 - დან - 13:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა;
** ანაზღაურება - 1700 ლარი (NET).

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და hr@zoma.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |