www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამისტი
მომწოდებელი: ASBIS
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 თებერვალი

"EMEA" რეგიონების ბაზრებზე კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ASBIS ჰოლდინგი იწვევს 1C პროგრამისტს ქალაქ თბილისში საცალო გაყიდვების კომპანიაში

1C პროგრამისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** 1C:8.3 პროგრამის სისრულეში მოყვანა, მხარდაჭერა და განახლება კომპანიის ფინანსური პროცესების ავტომატიზაციის მიზნით;
** 1C-ში ხელფასების მოდულის განახლება და მხარდაჭერა;
** 1C და კორპორატიულ ERP სისტემას შორის ურთიერთკავშირისა და ურთიერთქმედების უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზების უწყვეტი მხარდაჭერა;
** განახლებებზე დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მომზადება;
** ბიზნესის კომპლექსური ავტომატიზაციის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის ადმინისტრირება.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

** 1C:8.3 პროგრამის დანერგვისა და შემდგომი მხარდაჭერის გამოცდილება;
** შეცვლილი კონფიგურაციის განახლების გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზის სისტემის გამოყენებით რთული რეპორტების შედგენის გამოცდილება;
** 1C საწარმოს 8.3 პლატფორმის არქიტექტურის საფუძვლიანი ცოდნა და მოცემულ კონფიგუაციაში პროგრამირების გამოცდილება;
** სხვადასხვა კონფიგურაციებს შორის მონაცემთა გაცვლის მექანიზმის ცოდნა;
** УТ 11.3 ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სადისტრიბუციო კომანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** საერთაშორისო, დინამიურად განვითარებად კომპანიაში მუშაობა;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს თქვენი (სასურველია ინგლისურენოვანი) CV მოგვაწოდეთ ელ.ფოსტაზე: hr@asbc.ge; სათაურის ველში მიუთითეთ 1C პროგრამისტი.

თქვენ მიერ გაგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს ეიესბისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |