www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში. კონკრეტული ლოკაცია განისაზღვრება შერჩევის შედეგების მიხედვით. სამუშაო არეალი იქნება დასავლეთ საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** ძლიერ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცურაო აუზის და სავარჯიშო დარბაზის დაფინანსებას.

პოზიციის მიზანი:

უსაფრთხოების ოფიცერი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკი"-ს უსაფრთხოების შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებაზე, ფიზიკური უსაფრთხოების ზომების დაცვაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** შიდა პოლიტიკის დარღვევის ფაქტების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** ბანკის რისკების ანალიზი, შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია;
** დანაშაულის შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობა და საჭირო ნივთმტკიცებების გადაცემა;
** ოფისებში სიგნალიზაციის გამართულობის კონტროლი;
** ბანკის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ბანკის ოფისებში უცხო პირების გადაადგილების კონტროლი.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** უმაღლესი განათლება;
** მოკვლევის, ოპერატიულ სამსახურში, უსაფრთხოების სპეცსამსახურში და საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** როგორც წერითი, ასევე ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** ძირითადი ბიზნეს პრინციპების და ეთიკის ნორმების ცოდნა;
** ცნობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV არაუგვიანეს 17 მარტისა, შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge და მიუთითეთ სასურველი ვაკანსია: "უსაფრთხოების ოფიცერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |