www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მდივანი/ასისტენტი
მომწოდებელი: სითი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მდივნის/ასისტენტის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო ტერიტორია: კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე მდებარე ოფისი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების დაგეგმვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება და პასუხი;
** დავალებული ინფორმაციის მოძიება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** დავალებული დოკუმენტაციის მომზადება;
** მენეჯმენტისა და პერსონალის დავალებების შესრულება;
** სხვადასხვა დოკუმენტების ფოტოგრაფია (სკანირება), დაბეჭდვა და ასლების გადაღება.
** სტუმრების მისალმება და მასპინძლობა;
** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მდივანი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |